მარტინო : "გუნდს მოტივაცია არ აკლია"
ტატა მარტინომ ელ კლასიკოს წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფინალში გუნდები მხოლოდ მოგებისთვის იბრძვიან...
"დიდებული მატჩი იქნება. ზოგადად ფინალს იმისთვის თამაშობენ, რომ გამარჯვებას მიაღწიონ და თასი აღმართონ, ჩვენ ბოლო დროს არაერთხელ გვითამაშია დასკვნით ეტაპზე და უამრავი წარმატებისთვის მიგვიღწევია."
"ზოგადად 21-ე საუკუნე კატალონიური კლუბისთვის ძალიან კარგად დაიწყო, ამ 14 წლის მანძილზე ბარსელონა მუდმივად პროგრესირებს, რაც თავისთავად შესანიშნავი შედეგი გახლავთ."
"ტრავმირებული ფეხბურთელები ძალიან დიდ დანაკლისს წარმოადგენენ, თუმცა ოპტიმიზმით სავსეები ვართ."
"წინა ორი "ელ კლასიკო" მოვიგეთ, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ეს ჩვენთვის დიდი მოტივაცია გახლავთ. სამეფო კლუბის დამარცხება კიდევ ერთხელ გვსურს და გვჯერა, რომ ეს გამოგვივა."
- 16 აპრილი 2014
- 1 789
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.