კრიშტიანუ „ბაიერნისთვის“ ემზადება
როგორც ანჩელოტიმ დასძინა, მადრიდელები კრიშტიანუს გარეშე ითამაშებენ „კოპა დელ რეის“ ფინალს.
„რისკზე წასვლას არ ვაპირებ“ - განაცხადა ანჩელოტიმ თასის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ პორტუგალიელის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
დიახ, იტალიელი სპეციალისტი გულწრფელია თავის სიტყვებში.პლანეტის 2013 წლის საუკეთესო მოთამაშე ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მოედანზე.რონალდუ ყოველდღიურად 5 საათს ატარებს სატრანეჟორო დარბაზსა და აუზში.მის გვერდით იმყოფებიან პროფესიონალი ექიმები, რომლებიც თავს არ ზოგავენ ფეხბურთელის მწყობრში ჩაყენებაზე.
კრიშტიანუს მიზანია, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას მზადყოფნაში შეხვდეს და ამაში გასაოცარი არაფერია.ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ რონალდუ შეუტევს მიუნხენელების კარს.
AS
- 15 აპრილი 2014
- 3 703
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.