სემი „სემისთვის“ დაბრუნდება?
მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირის განმავლობაში, გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა გერმანელი ნახევარმცველი.
ხედირამ 15 ნოემბერს მიიღო ტრავმა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სამშობლოში გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს.ყოველდღიური დაუღალავი მუშაობის წყალობით, ბუნდეს ნაკრების წევრი ვადაზე ადრე დაბრუნდა მადრიდში და პირველად, 5 თვის განმავლობაში, თანაგუნდელებთან ერთად შეუდგა ვარჯიშს.
სემი თავს კომფორტულად გრძნობს და ძალისხმევას არ იშურებს, რაც შეიძლება მალე გავიდეს მწვანე მინდორზე და სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ზაფხულში გასამართ მუნდიალს.ჯერჯერობით, მისი საქმეში ხილვის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალუ შეხვედრისათვის, რომელიც „ალიანც არენაზე“ უნდა გაიმართოს, ხედირა გუნდის განაცხადში მოხვდება.
წარმატებები სემის!
MARCA
- 15 აპრილი 2014
- 2 349
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.