ანჩელოტი: „ფინალის მოსაგებად სიმამაცეა საჭირო“
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, „კოპა დელ რეის“ ფინალამდე, ოფიციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.
„ბუნებრივია, ხვალინდელი შეხვედრისათვის სასტარტო თერთმეტეული უკვე დავაკომპლექტე, თუმცა გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ.“
„კრიშტიანუს დილით მოვინახულე და სამწუხაროდ, „ბარსელონას“ წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლა არ ძალუძს.მისი პროგრესი წარმატებით მიმდინარეობს და სრულად გამოჯანმრთელებას ყველანაირად შევუწყობთ ხელს.ჩვენ ბრწყინვალე მოთამაშებს მოვისაკლისებთ, თუმცა მისი არყოფნა დამატებით მოტივაციას გვმატებს.ის ხვალაც ივარჯიშებს და შემდეგ გამოემგზავრება ვალენსიაში.“
„რა თქმა უნდა, განვლილ „კლასიკოებს“ ყურადღებას არ ვანიჭებთ.მხოლოდ მომავალ მატჩზე ვართ ფოკუსირებული.გვინდა, რომ სათანადოთ ვიასპარეზოთ და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩეს.„ბერნაბეუზე“ კარგად ვაგორებდით ბურთს, თუმცა გარკვეული შეცდომების გამო დავმარცხდით.“
„„ბარსელონა“ სახიფათოდ უტევს და ბურთს კარგად აკონტროლებს.მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი კარნახიტ წარიმართოს დაპირისპირება.ამისათვის გვესაჭიროება სიმამაცე და პერსონალურობა.სხვა შემთხვევაში ფინალს ვერ მოვიგებთ.“
„პენალტების დარტყმას მხოლოდ 5 წუთი დავუთმეთ ვარჯიშზე.ვფიქრობ, რომ მისი შესრულება მხოლოდ ტექნიკაზეა დამოკიდებული.სავარჯიშო მოედანი და საფეხბურთო არენა დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.“
„მესის შეჩერება მხოლოდ მჭიდროდ თამაშითაა შესაძლებელი.“
„„კოპა“ მნიშვნელოვანი ტურნირია და იმავე დატვირთვას ატარებს, როგროც ინგლისში „ფა ქაფი.“ორმაგად მოტივირებული ხარ, როდესაც ფინალურ ეტაპზე ისტორიულ მეტოქეს უპირისპირდები.კარგი შანსი გვაქვს, სეზონში პირველ ტიტულს დავეუფლოთ.“
AS
- 15 აპრილი 2014
- 2 399
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.