სერხიო რამოსის პრესკონფერენცია
სერხიო რამოსი გახარებულია გუნდის კარგი თამაშით "კამპ ნოუზე". ის ასევე აცხადებს, რომ გუნდმა აკრეფილი ტემპი არ უნდა დაააგდოს და უფრო მეტი იმუშაოს.
როგორ ფიქრობთ, მესიმ "ბარსას" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა?
ჩვენ ნაწილობრივ შევძელით მისი განეიტრალება, მაგრამ ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და ერთ–ორჯერ მაინც სახიფათოდ შეგვიტია. კატალონიელები კი მის გარეშე ვერ დაგვამარცხებდნენ.
ალბათ გიხარიათ, რომ ესპანელი ფეხბურთელები დომინირებენ დღევანდელ ფეხბურთში, მითუმეტეს "ბარსელონაში"...
რა თქმა უნდა, მე ხომ ესპანელი ვარ და საშუალება მეძლევა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვიბრძოლო წარმატებისთვის. ამის მიუხედავად მესის გარეშე "ბარსელონა" ვერ იქნება ასეთი ძლიერი და წარმატებული.
კლასიკოში მიღწეული რეზულტატი აბლათ არ გაკმაყოფილებთ, მაგრამ თქვენი გუნდის თამაში არ მოგეწონათ?
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და შედეგიც უკეთესი გვექნება.
ლაზერები შეამჩნიეთ თამაშის მიმდინარეობისას?
საბედნიეროდ ჩემზე არ გამოუყენებიათ ლაზერები, მაგრამ ალბათ კრიშტიანო რონალდოს სახეზე შეამჩნევთ მწვანე შუქს ჯარიმის დარტყმის ეპიზოდში. ასეთი საგნები აკრძალული უნდა იყოს, რადგან მას ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.
აბიდალმა განაცხადა, რომ "ბარსას" ფეხბურთელებიც იყვნენ ლაზერის მსხვერპლი...
მე არ ვაპირებ დებატებში ჩაბმას... უბრალოდ სასაცილოა ასეთი საგნების გამოყენება ფეხბურთში, რადგანაც ამ თამაშში გუნდმა გამარჯვება სამართლიანად უნდა მოიპოვოს და არა რაიმე ხრიკებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდელი გულშემატკივარი ამას არ იკადრებდა.
როგორ ფიქრობთ, რონალდო მედიკოსების მოთხოვნით გავიდა მოედნიდან?
დიახ, მედიკოსებმა განაცხადეს, რომ რონალდოსთვის 90 წუთით მოედანზე ყოფნა რეკომენდირებული არ იყო და მპელეგრინიმაც ამიტომ დაატოვებინა მოედნის ფაგლები. ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება დასვენება, მითუმეტეს ისეთს ვისაც ახლადმოშუშებული აქვს ტრავმა. კრიშტიანოსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დაეჯერებინა ექიმებისთვის და ახალი ტრავმის საფრთხე თავიდან აეცილებინა.
"რეალს" დიდ სარგებელს მოუტანს რონალდოს დაბრუნება?
რა საკვირველია, ის უდიდესი ძალა და დასაყრედენია ჩვენი გუდნისთვის. მე ყოველთვის ძალიან მსურდა მისი დაბრუნება, რადგან რონისთან ერთად "ბლანკოსი" უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანია. აბსოლიტურად ყველა თანაგუნდელი მოხარულია მისი გამოჯანმრთელებით.
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რონალდო დაღლილი იყო მეორე ნახევარში...
მართალია, მას ხომ ორი თვე არ უვარჯიშია და ფიზიკურად მოშვებულია, მაგრამ სულ მალე ისევ დაიბრუნებს ძველ ფორმას. კლასიკოში ჩვენ ვერ გამოვიყენეთ საკუთარი შანსები და ამიტომ დავმარცხდით. შეგვეძლო გამარჯვებაც, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია...
ყველა ხვდება, რომ თქვენ გაგიხარდებათ "სევილიამ" კატალონიის "ბარსელონა", რომ დაამარცხოს კოპა დელ რეიზე....
ეს ტურნირი საკმაოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი გუნდისთვის... "სევილია" კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და წარმატების მიღწევაც შეუძლია, მე მათ ყველაფერ კარგს ვუსურვებ.
"ალმერიას" დამარცხება გაუჭირდება სამეფო კლუბს?
ჩვენ ნებისმიერ მეტოქეს პატივს ვცემთ, "ალმერია" საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს და მათთან გამარჯვება გაგვიჭირდება...
ისეთიშთაბეჭდილება იქმნება, რომ ბენზემას უჭირს გუნდში ადაპტაცია...
ჩემი აზრით მისი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მან ესპანური ენა არ იცის და უჭირს ხალხთან კონტაქტი. ის ლაპარაკობს ფრანგულად და ცოტა–ცოტას ინგლისურად. ბენზემა ნელ–ნელა უმატებს, იმედი მაქვს ძალიან მალე დაუმთავრდება ადაპტაციის პერიოდი და სრულფასოვნად დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.
ინფრომაციის წყარო: Realmadrid.Com
ავტორი: KevlishA
- 2 დეკემბერი 2009
- 2 555
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.