Mirror: ვენგერმა თვალი კასემიროს და მორატას დაადგა
Mirror-ის ცნობით, ორშაბათს არსენ ვენგერმა სკაუტები გააგზავნა კასემიროსთან.
Mirror-ის ცნობით, ორშაბათს არსენ ვენგერმა სკაუტები გააგზავნა კასემიროსთან. ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ არსენ ვენგერი მოხიბლულია 22 წლის ბრაზილიელის თამაშით და მისი ხილვა "არსენალში" სურს. წყაროში ნახსენებია ისიც, რომ "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს "ინტერიც".
კასემირო სამეფო კლუბში 2013 წლის იანვარში გადმოვიდა არენდით. თავდაპირველად ის კასტილიაში თამაშობდა. მისი დებიუტი პირველ გუნდში 3 თვის შემდეგ შედგა, "ბეტისის" წინააღმდეგ. მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილი იყო კანტერანოს თამაშით, ამიტომ მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელი "საო პაოლოდან" შეიძინა და მასთან 4-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
კასემიროს გარდა, "არსენალი" ალვარო მორატათიცაა დაინტერესებული. ფორვარდის მომავალი "რეალში" ეჭვქვეშ დგას. ამიტომ დიდია იმის შანსი, რომ 21 წლის ესპანელმა კარიერა ლონდონში განაგრძოს. ბრიტანული გაზეთის ცნობით, "არსენალი" მზადაა მორატა 15 მილიონ ევროდ შეიძინოს.
წყარო: As
- 15 აპრილი 2014
- 1 533
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.