ანჩელოტი : "მესტალიაზე დრამატულ მატჩს ველი"
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "BWIN"-თან ინტერვიუ ჩაწერა და საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა...
"თასის ფინალს დიდი მოტივაციითა და შემართებით ვხვდებით. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თუკი გამარჯვებას მოვახერხებთ დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა გვექნება, რაც მომდევნო დაძაბულ დაპირისპირებებში ძალიან დაგვეხმარება. მეორე რიგში ჩვენი მეტოქე და უშუალო კონკურენტი, კატალონიის ბარსელონა გახლავთ, რომლის დამარცხებაც რთულია, თუმცა არა შეუძლებელი."
"არ ვფიქრობ რომ მესტალიაზე თამაში რეალს კარგად გამოსდის და ამით რაიმე უპირატესობას ვფლობთ. გასაგებია, რომ ჟოზე მოურინიოს დროს კლუბმა კლასიკოში სწორედ ვალენსიელთა სტადიონზე იმარჯვა, თუმცა ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, მაქსიმალური ყურადღებით და მობილიზებით თამაში გვმართებს."
"მადრიდის რეალმა 2014 წელი ძალიან კარგად დაიწყო, იანვრის თვეში ჩვენ კარი საერთოდ მშრალად შევინახეთ, კოპა დელ რეის ფინალამდე კი ისე მივედით, რომ იკერ კასილასს საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია, რაც დიდებული შედეგია და მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩემპიონობას ვიმსახურებთ."
"ესპანეთში თასს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რასაც ვერ ვიტყვი იტალიაზე, იქ გუნდები ძირითადად მეორე შემადგენლობებით იბრძვიან ჩემპიონობისათვის. ინგლისში ანალოგიური სიტუაციაა, როგორც ესპანეთში, ბრიტანულ გუნდებს მუდმივად ბრძოლა უყვართ."
"სამეფო კლუბი უდიდესი ტრადიციებისა და ისტორიის მატარებელია, ამ კლუბის სახელი ყოველთვის ყველას შიშის ზარს სცემდა, "ბლანკოსში" თამაში ნებისმიერი ფეხბურთელია ოცნებაა. მადრიდის რეალი ყოველთვის განსხვავებულია სხვა გუნდებისგან."
"ესპანეთის ჩემპიონატში აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება ბურთის ფლობას, აქ განსხვავებული ფილოსოფიაა. მაგალითად იტალიაში მნიშვნელობა ტაქტიკას ენიჭება, ინგლისში ძალისმიერ ორთბრძოლებს ანიჭებენ უპირატესობას, იქ მუდმივად უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს."
"ახალგაზრდობაში ნახევარმცველი ვიყავი, ჩემ სტილს ალონსოსა და ასიერ ილიარამენდის შევადარებდი, ბრწყინვალედ ვუგებ მათ და ვიცი თუ რა შეუძლიათ გუნდს გაუკეთონ."
- 14 აპრილი 2014
- 3 860
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.