„რეალი“ კარვალიუს აკვირდება
მადრიდელებმა „სპორტინგის“ ნახევარმცველს დაადგეს თვალი.
A Bola-ს ინფორმაციით, განვლილი ტურის შეხვედრაში, „რეალის“ წარმომადგენელი სტადიონის ტრიბუნიდან აკვირდებოდა ვილიან კარვალიუს, რომელიც თანატოლებს შორის, ერთ-ერთი პერსპექტიული და საუკეთესო ფეხბურთელია თავის პოზიციაზე.
22 წლის მოთმაშე, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გაემგზავრება ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე.
როგორც ცნობილია, კარვალიულმ ოქტომბერში, 2018 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება ლისაბონურ გუნდთან და ამჟამად, მისი გამოსასყიდი თანხა, 45 მლნ. ევროს შეადგენს
აღსანიშნავია, რომ ესპანელების გარდა, ინგლისური გრანდებიც აკვირდებიან ვილიანს.
AS
- 14 აპრილი 2014
- 2 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.