ანჩელოტი: „რონალდუს გარეშეც შეგვიძლია თამაში“
სამეფო კლუბის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, El Mundo-სთან ისაუბრა მოახლოვებულ „კოპა დელ რეის“ ფინალზე.“
„ვგონებ, ინტენსიური თამაშის მომსწრენი გავხდებით.საწყისი წუთებიდან ვეცდებით ინიციატივის ხელში ჩაგდებას, რაც საკმაოდ რთული იქნება „ბარსელონასთან,“ რამეთუ კატალონიელების ფილოსოფია ბურთის კონტროლზეა დაფუძნებული.“
„კრიშტიანუ დღითი-დღე პროგრესირებს და რა თქმა უნდა, მას არ გამოვრიცხავთ, თუმცა არც რისკზე წასვლას ვაპირებთ.მისი არყოფნის შემთხვევაში, ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებთ.“
„ცხადია, რონალდუ ყოველთვის დანაკლისია, როდესაც თანაგუნდელებთან ერთად არ თამაშობს, თუმცა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ მის გარეშეც შეუძლიათ ეფექტურად ასპარეზობა.შემადგენლობა თავდაჯერებულია.ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ თასის მოსაპოვებლად.“
„რამდენიმე კვირის წინ, „ბერნაბეუზე“ ჩატარებული „კლასიკო“ უნდა მოგვეგოა, თუმცა ეს უკვერ წარსულია და 16-ში კარგი შანსი გვაქვს რევანშისა.“
MARCA
- 14 აპრილი 2014
- 3 020
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.