ვინ უფრო მნიშვნელოვანია კლასიკოში?
დებატები მარკ დოლისა და კრის მესონისგან ელ კლასიკოს თაობაზე.
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი, კოპა დელ რეის ფინალურ მატჩს, "ბარსელონას" წინააღმდეგ, ტრავმის გამო გამოტოვებს. ჩვენი მიზანი იმის დადგენაა, თუ ვინ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი გუნდისთვის, რონალდუ თუ მესი.
როგორც იცით, პორუაგლიელს სამ მატჩიანი უქმობა მოუწია, რამეთუ ბარძაყის არეში დაზიანება აღენიშნება. კარლო ანჩელოტიმ გამორიცხა ყველანაირი რისკი და რონალდუს თამაშის ჩატარების საშუალებას არ მისცემს, მიუხედავად შემტევის დიდი სურვილისა.
იტალიელი სპეციალისტის ქმედება გასაკვირი სულაც არაა, რადგან არ სურს გუნდის ლიდერის ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება და ამასთანავე ცდილობს, ყველანაირად დააზღვიოს მოთამაშე, რათა 23 აპრილს "ბერნაბეუს" მინდორზე გასვლა შეძლოს, ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ სათამაშოდ.
კოპას ფინალის მეორე გუნდი კი სულ სხვა სიტუაციაში იმყოფება. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ეტაპზე, მადრიდის "ატლეტიკოსთან" დამარცხდნენ "ვინსენტე კალდერონზე", ანგარიშით 1-0. აღნიშნულმა დაპირისპირებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და კულეების ძალებშიც დააეჭვა ხალხი. ბევრმა "ბარსელონას" მარცხი, მესის უღიმღამო და უსურ თამაშს დააბრალა. კრიტიკოსებმა ხმამაღლა განაცხდეს, რომ თუ არგენტინელი სათანადოდ ვერ ითამაშებს და რაიმე ღირებულს არ გააკეთებს, "ბარსელონა" მოგებას ვერ მოახერხებს. აქედან გამომდინარე, დასკვნის გამოტანა მარტივია. "კატალონიელებისთვის ოთხგზის ოქროს ბურთის მფლობელის პასიურობა და უმაქნისობა, რასაც ხშირად ვხედავთ, დამღუპველია!"
მოვლენების ამდაგვარ განვითარებას და მოახლოვებულ კლასიკოს, მრავალი გამოხმაურება და დებატი მოჰყვა. გთავაზობთ Goal.com_ის ბლოგერების, მარკ დოილისა და კრის მეისონის დებატებს აღნიშნულ საკითხზე.
By Mark Doyle
"მიეცი შანსი და ის გაიტანს." სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია დიეგო მარადონამ კრიშტიანუ რონალდუ, ევრო 2012_ის შემდეგ. იგი საოცარი ფეხბურთელია, ადამიანი რომელიც ყოველთვის იტანს, პოულობს გამოსავალს გამოუვალი მდგომარეობიდან, არტყამს და უბრალოდ გოლი გააქვს. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მისთვის წინაღობა არ არსებობს. ის გოლების მანქანაა.
როდესაც პორტუგალიელმა "მანჩესტერი" დატოვა და "რეალს" შეუერთდა, პირველივე დღიდან მის ანგარიშზე 246 დარტყმაა, 240 თამაშში. იგი ყოველთვის თავის ძლევამოსილებით და სიდიაიდით გამოირჩევა. კანავარომ განაცხადა - "რონალდუ ოქროს ბურთის ღირსეული გამარჯვებულია, რადგანაც "რეალში" მისვლის დღიდანვე, მან კლუბს ძველებური სიძლიერე შემატა."
სერ ალექს ფერგიუსონი - "არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც რონალდუს არ შეუძლია."
მართლაც, კრიშტიანუ გახდა ფეხბურთელი, რომელმაც 6 კლასიკოში, ზედიზედ 7_ჯერ შეძლო გოლის გატანა. ასეთი შემთხვევა არცერთ ლეგენდარულ მოთამაშეს არ ჰქონია, მათ შორის არც პუშკაშს, არც ალფრედო დი სტეფანოს, არც ჰუგო სანჩესს და არც არგენტინელ ვარსკვლავ, ლიონელ მესის.
1/4 ფინალურ ეტაპზე, "სიგნალ იდუნა პარკზე" ნათლად გამოჩნდა, თუ რაოდენ საჭიროა კრიშტიანუ გუნდისთვის. მადრიდის "რეალმა" კინაღამ დაკარგა განაღდებული ნახევარფინალის საგზური. პირველ როგში ეს რონალდუს და ზოგადად შეტევის ხაზის უმოქმედობას დააბრალეს, ამასთან ერთად არ იყო ახალგაზრდა ხესე, რომელსაც ელ ფერარის ჩანაცვლება შეეძლო. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ რონალდუ "რეალისთვის" ჰაერივით საჭიროა.
"ის არის ამპარტავანი? დიახ. მისი სიამაყე, ხალხში მისადმი სიძულვილს იწვევს, მაგრამ როდესაც იგი მოედანზე არაა, ყველას ენატრება მისი ბრყინვალება და დიდებულება."
Follow Mark Doyle on Twitter.
By Chris Myson
"როდესაც მესი არ თამაშობს, "ბარსელონა" უსუსურია."
არგენტინელი ფეხბურთელი, საოცარ სათამაშო ხარისხს აჩვენებს. უკანასკნელ 6 სეზონში, მან 309 გოლის გატანა მოახერხა.პირველად, 2009 წელს მოიგო ოქროს ბურთი, ხოლო შემდეგ 2010, 2011, და 2012 წლებში. იგი არის ერთადერთი პიროვნება, რომესაც 4 ოქროს ბურთი აქვს მოგებული, თანაც ზედიზედ. მან ასევე შეძლო, 4 ლა ლიგის და 2 ჩემპიონთა ლიგის მოგება. მის ანგარიშზე, მრავალი გადამწყვეტი გოლია, მათ შორის ორივე ჩემპიონთა ლიგის ფინალში. "კლასიკოს“ ფარგლებში 21-ჯერ გამოიჩინა თავი და უამრავი რეკორდი დაამყარა.
მადრიდში რონალდუმ მიიღო ტრავმა, მაგრამ მათ ყავთ ბეილი, რომელიც 100 მილიონად იყიდეს. ამოდენა სატრანსფერო თანხის მქონე ფეხბურთელს, კი უნდა შეეძლოს ლიდერის ფუნქციების შეთავსება და გუნდისთვის წარმატების მოტანა, კრიშტიანუს გარეშეც. ასევე აღსანიშნავია კარიმ ბენზემა, რომელიც წელს საოცარ სეზონს ატარებს. ის გახლავთ ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო კლასიკოში დუბლის გაფორმება ითავა და თითოეულ თამაშს უმაღლეს დონეზე ატარებს.
"ბარსელონა" ასეთი დიდი ვარსკვლავებით კი ვერ დაიკვეხნის. მართალია მათ საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს ნეიმარში, მაგრამ ბრაზილიელს ჯერ კიდევ დასამტკიცებებლი აქვს ყველაფერი და ლიდერის ფუნქციას ვერ ითვისებს.
კატალონიელებს რიგებში ბევრი მაღალი დონის მოტამაშეა, მაგრამ ძირითად ბირთვს, მაინც მესი წარმოადგენს. მის გარეშე ბარსელონას არ შესწევს ძალა, დაუპირისპირდეს დიდ გუნდებს და გამარჯვება მოიპოვოს.
16 აპრილს, "მესტიალზე" გასამართ ფინალში, სადაც რონალდუ ვერ ითამაშებს, იქნება მესი.
თუ იგი წინა შეხვედრების მსგავსად, პასიურობით დაგვმახსოვრებს თავს და მოედანზე დაიკარგება, კატალონიელები "რეალის" დამარცხებას ვერ შეძლებენ.
Follow Chris Myson on Twitter
- 14 აპრილი 2014
- 5 111
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.