რონალდუ ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში მეორე ადგილს იკავებს
ლუის სუარესი ბომბარდირთა დავას ლიდერობს, უკან კი რონალდუ მოჰყვება.
ურუგვაელი ფორვარდი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რაოდენ წარმატებულ და ნაყოფიერ სეზონს ატარებს. იგი არც მეტი და არც ნაკლები ევროპის საუკეთესო გოლეადორთა დავას ლიდერობს, 29 გატანილი ბურთით.
მას მოყვება პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 1 ბურთით ჩამოუვარდება "ლივერპულის" წინახაზელს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რონალდუს ტრავმის გამო, მოუწია "სოსიედადთან", "ბორუსიასთან" და "ალმერიასთან" მატჩების გამოტოვება.
"შესანიშნავი სამეულის" ბოლო წევრი კი ესპანელი დიეგო კოშტაა, რომელიც მე-3 ადგილს 26 გატანილი ბურთით ლიდერობს.
საუბედუროდ, "როხიბლანკოს" ძირითადმა დამრტყმელმა ძალამ, "ხეტაფესთან" შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ იგი დიდი დროის მანძილზე იუქმებს, ამით კი, ფაქტობრივად კარგავს შანსს, ევროპის საუკეთესო გოლეადორის ტიტულის მისაღებად.
ბობარდირთა დავის ცხრილი კი შემდეგნაირად გამოიყურება.
Goal.com
- 14 აპრილი 2014
- 5 043
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.