ვალდანო : "ბარსას მდგომარეობა რეალის წისქვილზე ასხამს წყალს"
ხორხე ვალდანომ, Cadena Sport-თან საუბრისას განაცხადა, რომ კატალონიურ ბარსელონაში სიტუაცია არც ისე დალაგებულია, რაც პირველ რიგში რეალის წისქვილზე ასხამს წყალს, ანჩელოტიმ კი ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოიყენოს...
"ატლეტიკო დიდებული გუნდია, ეს კოლექტივი დამსახურებულად გავიდა ჩემპიონტა ლიგის 1/2 ფინალში, მათ არც მეტი არც ნაკლები კატალონიის ბარსელონა დაამარცხეს, რომელიც ყოველთვის ყველა ტურნირის უდავო ფავორიტად ითვლება."
"პირველი წუთები გმირობის ტოლფასი იყო, "როხიბლანკომ" მარტინოს გუნდისგან არაფერი დატოვა, თუმცა სურათი რა თქმა უნდა შეიცვალა, რადგან ბარსელონელებს გოლის გატანა ესაჭიროებათ. საბოლოო ჯამში ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა და ვერავინ იტყვის, რომ "ბლაუგრანამ" რამით დაჯაბნა მეტოქე."
"ბარსელონა ვეღარ არის იმ დონის გუნდი, როგორც ხოსეპ გვარდიოლას დროს იყო. ტატა მარტინო მაღალი დონის სპეციალისტია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია წარმატებით მიღწევა, მაგრამ იგი ცუდ დროს ჩაუდგა კატალონიას სათავეში, იგი ნოსტალგიის მსხვერპლი გახდა."
"მადრიდის რეალს კარგი სეზონი აქვს, თუმცა მათ ბევრი ხარვეზი აქვთ გამოსასწორებელი. ანჩელოტის გუნდმა წელს მაქსიმუმი უნდა გააკეთოს წარმატების მისაღწევად, რადგან დედაქალაქს ჩემპიონობის სერიოზული შანსი აქვს."
- 13 აპრილი 2014
- 2 452
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.