მორატას და ლორენტეს კომენტარები
მორატამ და ლორენტემ გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
"ბედნიერი ვარ არამხოლოდ იმით, რომ გოლი გავიტანე, არამედ იმითაც, რომ მეორე ადგილზე გადავედით. კარგი დღე იყო, მაგრამ ხვალინდელ მატჩებს უნდა დაველოდოთ. გოლი ჩემს ოჯახს, მეგობარ გოგოს და მეგობრებს მივუძღვენი."
"მადლობელი ვარ კოლეგების, რომლებიც მუდმივად მხარში მიდგანან. ესპანეთში ერთადერთი გუნდი ვართ, რომელსაც ამ მომენტში ტრიპლეტის შესრულება შეუძლია და ეს იმაზე მეტყველებს, რომ დიდებული სეზონი გვაქვს, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა."
"ამ კვირაში თასის ფინალში უნდა ვითამაშოთ. ამ მატჩში ბევრი რაღაც გადაწყდება. სიკვდილზე უნდა წავიდეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩემპიონები გავხდეთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნი" ძალიან რთული მეტოქეა, მაგრამ ფინალში გასვლა გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,"-განაცხადა ალვარო მორატამ.
ლორენტემ განაცხადა: "დიდებული დღე იყო და ვნახოთ, რა ანგარიშს დააფიქსირებს "ატლეტიკო". თასის ფინალის წინ კარგი განწყობა აუცილებელია. დღეს ვალდებულები ვიყავით, რომ მოგვეგო, რადგან "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვთამაშობდით."
"ნაჩო ძალიან უნივერსალური ფეხბურთელია. ორივე ვცდილობთ გუნდის დახმარებას. "რეალი" შემტევი სტილის გუნდია, ამიტომ ფლანგის მცველებიც ხშირად უნდა უტევდნენ."
წყარო: Realmadrid.com
- 13 აპრილი 2014
- 1 663
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.