ანჩელოტი: "შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ"

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა „ალმერიასთან“ მატჩი შეაჯამა.

"ბარსელონა" ტიტულისთვის ბრძოლას არ გამოეთიშა, წინ კიდევ ბევრი შეხვედრებია სიურპრიზებით აღსავსე. „გრანადასთან“ „ბარსელონას“ მარცხმა გამაოცა."

"შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და მათემატიკაზე შემდგომში ვიფიქროთ.. რთულ ვითარებაში ვართ, რადგანაც დარჩენილი შეხვედრები პრიმერაში ძალიან რთული გვაქვს."

""ბარსელონა" - „ატლეტიკო" ბოლო ტურში? ჩვენ არ ვფიქრობთ აღნიშნულ თამაშზე. წინ რთული შეხვედრები გველის, ამიტომაც ასეთ საკითხებზე ოდესმე ვიფიქრებთ."

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამხრეთ ტრუბუნაზე მოსულ ქომაგს. წარმოაუდგენელი ატმოსფერო სუფევდა სანტიაგო ბერნაბეუზე. ქომაგების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია."

"ვფიქრობ, სერხიო რამოსი სამეფო თასის ფინალში ითამაშებს. მცირედი ტრავმა აქვს, მაგრამ ის მწყობრში იქნება".

"ჯერ-ჯერობით არ ვიცი, ფეხბურთელთა რა რაოდენობა მოახერხებს ოთხშაბათისთვის ძალების აღდგენას. ალონსო ითამაშებს, რადგან დღეს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. რონალდუს თამაში მისი რეაბილიტაციის პროცესზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება მარსელოს, არამგონია ის მოედანზე ვიხილოთ."

"კრიშტიანუს შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ სხვა გზებს მოვძებნით".

"დი მარიას ვესაუბრე. მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე. არგენტინელმა დორტმუნდში კარგი მატჩი ჩაატარა, როგორც დღეს."

Merengues.Ru

  • Madri
  • 13 აპრილი 2014
  • 3 472
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)