„ბაიერნი“ სახლში განადგურდა, ნოიერმა ტრავმა მიიღო
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ბუნდეს ლიგის 30-ე ტურში, სადაც „რეალის“ მომავალმა მეტოქე „ბაიერნმა,“ დორტმუნდელებს უმასპინძლა.
მართალია, „რეკორდმაისტერმა“ რამდენიმე ტურის წინ გაინაღდა ტიტული, თუმცა გვარდიოლას შეგირდებს უშუალო მოწინააღმდეგის დამარცხება მართებდათ.ამისათვის, ესპანელმა თავკაცმა ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა მწვანე მინდორზე.თითქოს სანერვიულო არაფერი უნდა ყოფილიყო მასპინძლებისათვის, მაგრამ არც მეტი არც ნაკლები, „ბორუსიამ“ 3 უპასუხო გოლით აიღო მიუნხენი.
აღსანიშნავია, რომ კუნთის დაზიანების გამო, მეორე ტაიმში ნოიერის ნაცვლად, სათადარიგო კიპერი ჩაერთო საქმეში.ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თამაშის გამოტოვება მოუწევს ბუნდეს ნაკრების კარის დარახჯს.
MARCA
- 12 აპრილი 2014
- 5 178
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.