რონალდუს გამოჯანმრთელებაზე საუკეთესო ექიმი იზრუნებს
როგორც AS-ისთვის გახდა ცნობილი, პორტუგალელი ფეხბურთელის მწყობრში ჩასაყენებლად, ცნობილი ფიზიოთერაპევტი იზრუნებს.
ხუაკინ ხუანი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება აღნიშნულ სფეროში.სხვადასხვა პერიოდში, მისი დახმარება ისეთ სპორტსმენებს მიუღიათ, როგორებიც რადამელ ფალკაო და პო გასოლი არიან.
ფიზიოტერაპევტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა რაც შეიძლება მალე დააბრუნოს მწყობრში „ელ ფერარი.“
ცნობისათვის გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუ ერთი დღით სამშობლოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ კლინიკაში გაიარა კონსულტაცია, ხოლო მადრიდში დაბრუნების შემდეგ კი, ხუანთან ერთად შეუდგა მუშაობას.
AS
- 12 აპრილი 2014
- 4 281
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.