პლატინი : "ზიდანი მონაკოსთვის ბრწყინვალე კანდიდატურაა"
გავრცელებული ინფორმაციით მონაკოს ხელმძღვანელობა ზინედზინ ზიდანს ფრანგული კლუბის მთავარ მწვრთნელობას შესთავაზებს. ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა მიშელ პლატინიმ...
"ზინედინის სამშობლოში მიწვევა საკმაოდ საინტერესო და კარგი იდეა გახლავთ, რადგან მასში დიდი პოტენციალი დევს. კარლო ანჩელოტისთან მუშაობით ფრანგმა ლეგენდამ დიდი გამოცდილება მიიღო."
"მონაკოს დიდი შესაძლებლობები აქვს, ამ კლუბს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ევროპაში საკუთარი სიტყვა თქვას, ზიზუ კი იქაურ სიტუაციას რა თქმა უნდა მოერგება."
"ზიზუს სამშობლოში დაბრუნებას მხოლოდ მივესალმები, მე მას დიდ პატივს ვცემ, დანარჩენი კი მხარეებზე იქნება დამოკიდებული."
- 11 აპრილი 2014
- 1 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.