რობენი : "ვიცოდი, რომ რეალს დავუპირისპირდებოდით"
მიუნხენელთა ჰოლანდიელი შემტევის, არიენ რობენის განცხადებით იგი დარწმუნებული იყო, რომ ნახევარფინალში უძლიერესის ვინაობას რეალი-ბაიერნი და ატლეტიკო-ჩელსი გაარკვედნენ...
"ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ ჩვენი მეტოქე მადრიდის რეალი იქნებოდა, ძალიან გახარებული ვარ. ვთვლი, რომ ჩვენ შეგვიძლია ანჩელოტის გუნდის დამარცხება თუმცა პირველ შეხვედრაში მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, რადგან სანტიაგო ბერნაბეუზე ფავორიტის სტატუსით ვერ ჩავალთ, იქ თამაში ძალიან რთულია."
"არამგონია მადრიდულმა პუბლიკამ დამისტვინოს, რადგან მე "ბლანკოსში" თამაშის დროს ყველაფერს ვაკეთებდი სამეფო კლუბის წარმატებისათვის, აქედან გამომდინარე არ ვთვლი, რომ აგრესიას ვიმსახურებ."
- 11 აპრილი 2014
- 3 483
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.