ანჩელოტი რონალდუს შემცვლელზე ფიქრობს
სეზონის ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო ეტაპზე, გუნდის მთავარი გოლეადორის მწყობრში არ ყოფნა, იტალიელი დამრიგებლისთვის დიდი თავსატეხია.
„კოპა დელ რეის“ ფინალამდე, მადრიდელები „ალმერიას“ შეერკინებიან პრიმერა დივიზიონის ფარგლებში, თუმცა რა თქმა უნდა, კარლიტო უკვე ფიქრობს 16 აპრილს ჩასატარებლ დაპირისპირებაზე და რონალდუს შემცვლელის კანდიდატურებს განიხილავს.
ესპანეთში ფიქრობენ, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, ისკოს განწესება იქნება მარცხენა ფრთაზე.ასეთ პირობებში, ბეილი და დი მარია ჩვეულ პოზიციებს დაიკავებენ.ამასთანავე, „ბორუსიასთან“ განმეორებითმა შეხვედრამ ცხადყო, რომ არგენტინელი ნახევარდაცვაში გაცილებით პროდუქტიულია, ვიდრე ფლანგზე.
არსებობს გეგმა ბ-ც, რომელიც იმავე სასტარტო თერთმეტეულს გულისხმობს, რაც „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამოვიდა, თუმცა ილიარას ცუდი ბურთაობიდან გამომდინარე, არა მგონია ანჩელოტი რისკზე წავიდეს და კიდევ ერთხელ ანდოს ძირითადი შემადგენლობა ახალგაზრდა ბასკს.
MARCA
- 11 აპრილი 2014
- 3 885
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.