კარლოსი: „რონალდუს ყურადღებით ყოფნა მართებს“
რობერტო კარლოსმა, რომელსაც დღეს 41 წელი შეუსრულა, Marca-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
- იმისათვის, რომ კურტუამ „ჩელსის“ წინააღმდეგ ითამაშოს, „ატლეტიკოს“ 10 მილიონის გაღება მოუწევს...
- დიდ ციფრზეა საუბარია, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.სიმართლე გითხრათ, თუ ასეთი გარემოება დადგა, „როხიბლანკოს“ ძალიან დააკლდება ბელგიელი კიპერი.
- სამეფო კლუბის მეკარეები...
- ანჩელოტის გადაწყვეტილებას, კარის დამცველების როტაციასთან დაკავშირებით, შედეგი მაოქვს.ლოპესიცა და იკერიც მაღალი დონის მეკარეები არიან.
- კრიშტიანუს ტრავმა...
- კარიერის განმავლობაში ანალოგიური დაზიანება მეც აღმენიშნებოდა.საჭიროა ყურადღებით ყოფნა, რათა ქრონიკული ტრავმები არ დაიწყოს.სატრენაჟორო დარბაზში მუშაობა და მასაჟები შედეგს გამოიღებს.
- „ლა დესიმა“...
- „რეალის“ ნებისმიერი ქომაგისათვის მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი.მადრიდელები კიდევ ერთხელ გავიდნენ ნახევარფინალში და იმედია, ამჯერად ამ სტადიას წარმატებით დაძლევენ.
- ლიგის ფავორიტი...
- „ბაიერნი“ კარგ ფეხბურთს აჩვენებს.გვარდიოლამ განსხვავებულად აათამაშა მიუნხენელები.„ატლეტიკოს“ ასპარეზობას ყველანი ვხედავთ, ხოლო „ჩელსის“ სათავეში მოურინიო დგას, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
- „რეალისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირება...
- ვგონებ, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება.ამ დუელში ყველაფერი შესაძლებელია მხოდეს.
პ.ს. რობერტო კარლოსს ვულოცავთ დაბადების 41-ე წლისთავს.წარმატებებსა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ!
MARCA
- 10 აპრილი 2014
- 2 925
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.