თანაგუნდელებმა კაზემირო შეაქეს
ალბათ, ბევრისათვის მოულოდნელი იყო, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელის მწვანე მინდორზე გამოჩენა.
„ბორუსიასთან“ დაპირისპირების მიწურულს, გააფთრებული „ყვითლების“ შესაჩერებლად, ანჩელოტიმ კაზემირო ჩართო საქმეში.მიუხედავად გამოუცდელობისა, ნახევარმცველმა ვეტერანი ფეხბურთელის თვისებებით გამოირჩა და დაკისრებულ მოვალეობების წარჩინებით გაართვა თავი.
რასაკვირველია, კაზემიროს წარმატებული ბურთაობა, თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და პრეზიდენტსაც კი, არ გამოპარვიათ მხედველობის არეალიდან.დამის სკომინას საფინალი სასტვენის შემდეგ, პირველი ვინც საყრდენს წარმატებული თამაში მიულოცა, პეპე იყო.პორტუგალიელთან ერთად, ალონსო, კარვახალი და კლემენტე (ანჩელოტის თანაშემწე) გადაეხვივნენ ფეხბურთელს.
„დიდებული 20 წუთი ჩაატარე“ - ამგვარად მიმართა კრიშტინუ რონალდუმ ბრაზილიელს, რომელსაც არც ფლორენტინო პერესი ჩამორჩა - „კარგად შეასრულე.“
და ბოლოს, განვლილ დაპირისპირებას გუტიც გამოეხმაურა „თვითერის“ საშუალებით: „მთავარია შედეგი და ჩვენ ნახევარფინალში გავედით.შემადგენლობას ბევრი ასპექტის გამოსწორება მართებს.თანაგუნდელებმა კაზემიროსგან უნდა აიღონ მაგალითი.“
MARCA
- 10 აპრილი 2014
- 2 437
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.