მადრიდისტები „ბენფიკას“ დასამარცხებლად ემზადებიან

ხვალ, „უეფას“ ახალგაზრდა ლიგაზე, ნახევარფინალური სტადიის დაპირისპირებები გაიმართება.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც „უეფას“ შტაბ-ბინაა განთავსებული, 7 ათას მაყურებლიან სტადიონზე, მადრიდის „რეალი“ „ბენფიკას“ შეერკინება, ხოლო მეორე ორთაბრძოლაში, „ბარსელონა“ და „შალკე“ გაარკვევენ ფინალში გამსვლელის ვინაობას.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მადრიდისტები უკვე ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილზე და საღამოს, მსუბუქად ივარჯიშებენ.სამწუხაროდ, მთავარ მწვრთნელ რამიმ, საკადრო პრობლემებს გვერდი ვერ აუარა.დიკსვალიფიკაციის გამო, ჰექტორი (ცენტრალური მცველი) და მარიო ერმოსო (მარცხენა მცველი) გამოტოვებენ საპასუხისმგებლო შეხვედრას.თანაგუნდელებს ვერც მთავარი მეგოლე, ხუანხო ნარვაესი დაეხმარება.ეს უკანასკნელი ლაზარეთში იმყოფება.

ხვალინდელი შერკინება (11 აპრილი), თბილისის დროით, 15 საატზე აიღებს სტარტს და მისი ხეილვა შესაძლებელია „ევრო სპორტის“ პირდაპირ ეთერში.

ცნობისათვის, 90 წუთის განმავლობაში გამარჯვებულის ვერ გარკვევის შემთხვევაში, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნება.

რაც შეეხება ფინალს, ის ორშაბათს (14 აპრილს) შედგება.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)