რეალი ლივერპულის გაძარცვას გეგმავს
სამეფო კლუბმა ლივერპულის ორ ფეხბურთელს დაადგა თვალი.
Goal.Com-ის ინფორმაციით ფლორენტინო პერესს ახალი სამიზნეები ჰყავს: სუარესი და კოუტინიო. ორივე ფეხბურთელი ლივერპულის ღირსებას იცავს. რეალის პრეზიდენტმა უკვე გაამზადა 80 მლნ. ფუნტი მათ შესაძენად.
თუ გავითვალისწინებთ ბენზემას მიერ განიავებული მომენტების რაოდენობას, პერესის პრიორიტეტი ურუგვაელი ფორვარდი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პსჟ აქტიურად განიხილავს ისკოს შეძენას, არსენალს კი ალვარო მორატას გადაბირება სურს. თუ აღნიშნული ტრანსფერები განხორციელდა, რეალი შემტევი ნახევარმცველისა და სათადარიგო თავდამსხმელის გარეშე რჩება. შესაბამისად, კოუტინიო და სუარესი ამ დანაკლისს სრულფასოვნად აანაზღაურებენ.
- 10 აპრილი 2014
- 3 412
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.