კასორლა: "იკერისთვის "არსენალის" კარი ღიაა"
სანტი კასორლას ძალიან სურს, რომ იკერ კასილასი ზაფხულში ლონდონის "არსენალში" გადავიდეს.
"იკერს უკვე ვუთხარი, რომ გადმოსულიყო "არსენალში", მაგრამ მას მხოლოდ ჩემი ამბავი აინტერესებს ინგლისში. კასილასის სიტუაცია ძალიან რთულია, ამიტომ "ბლანკოსის" კაპიტანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს."
"ბევრ კლუბს უნდა ესპანელის კიპერის შეძენა, მათ შორის "არსენალსაც", მაგრამ ვფიქრობ, იკერს სამეფო კლუბის დატოვება ძალიან გაუჭირდება. მან იცის, რა აქვს მადრიდის "რეალში" და რა შეიძლება ჰქონდეს სხვა კლუბებში,"-განუცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა Sport360-ს.
- 9 აპრილი 2014
- 1 426
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.