ანჩელოტი: „კმაყოფილი ვარ ნახევარფინალში გასვლით“
სამეფო კლუბის დამრიგებელმა, „სიგნალ იდუნა პარკზე“ წაგებული თამაში შეაჯამა.
„კმაყოფილი ვარ ნახევარფინალის საგზურის მოპოვებით, თუმცა ნაჩვენები თამაში სასტიკად არ მომეწონა.ფეხბურთელებმა ბევრი მომენტი აჩუქეს მეტოქეს, რასაც 2 გოლი მოჰყვა.საბედნიეროდ, თავი ხელში ავიყვანეთ და მოწინააღმდეგემ მეტის გატანა ვეღარ შეძლო.“
„პირველი ნახევარში, ჩემი შეგირდები შენელებულად და ცოტათი შეშინებულნი აგორებდნენ ბურთს.გაფუჭებული პენალტის შემდეგ, თავდაჯერებულობა საერთოდ დაკარგეს და შეცდომების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.ძალიან რთული 45 წუთი გამოდგა.“
„შესვენებაზე მოთამაშეები გავამხნევე, ვუთხარი, რომ დაევიწყებინათ განვლილი ტაიმი და ჩვეულ სტილში ათამაშებულიყვნენ..თავიდანვე შემოვიყვანეთ ისკო, ხოლო ბეილი მარჯვენა ფრთაზე დაბრუნდა, რამაც გაამართლა.ვფიქრობ, ვერ შეგდებულმა თერთმეტმეტრიანმა გარდამტეხი როლი ითამაშა მატჩის მიმდინარეობისას.“
„იკერმა საჭირო დროს ფანტასტიკურად ითამაშა.მანდ რამდენჯერმე იხსნა გუნდი გაშვებული გოლისაგან.ვგონებ, შესანიშნავი თამაში ჩაატარა კაპიტანმა.“
„ნახევარფინალში არცერთ მეტოქესთან იქნება ადვილი პაექრობა.დღევანდელ მატჩმაც ცხადყო, რომ ადვილად დასაძლევი მოწინააღმდეგეები არ არსებობენ.“
„კრიშტიანუ ბოლომდე მზად არ იყო და რისკზე წასვლაც არ გვინდოდა.ვფიქრობ, მომავალ უქმეებზე უკვე შეძლებს თამაშს.“
„ვულოცავთ „ჩელსის“ გამარჯვებას.დაველოდებით კენჭისყრას.“
„როდესაც რონალდუ არ თამაშობს, პენალტებს ანხელი ასრულებს.ასე მოხდა „ხატივასთანაც.“
AS
- 9 აპრილი 2014
- 3 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.