კარვახალი: „დორტმუნდში რევანში მწყურია“
„ბორუსიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციზა, დანიელ კარვახალმა პრესის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
„მოახლოვებული დაპირისპირება მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ და ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ.“
„მადრიდში დიდებულად ვითამაშეთ და კომფორტული ანგარიშიც დავდეთ, თუმცა „სიგნალ იდუნა პარკზე“ ყურადღებით ყოფნაა საჭირო.ადგილობრივები ფეხბურთელებს დიდ ბიძგს მიცემენ და პირველი წუთებიდანვე ზეწოლა დაიწყება.„რეალი“ მხოლოდ მოსაგებად გავა მოედანზე.“
„ვფიქრობ, საწყის 15 წუთზეა დამოკიდებული მატჩის შემდგომი სცენარი.დორტმუნდელები შესაბამისად მოტივირებულნი გამოვლენ გერმანული პუბლიკის წინაშე და თავიდანვე შეტევაზე იფიქრებენ.ჩვენ საკუთარი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს.“
„ვიცით, რომ რთული ორთაბრძოლა იქნება, თუმცა როგორც მადრიდისტას, შარშან განვითარებული მოვლენების გამო, რევანში მწყურია.“
„რა თქმა უნდა, უკან მოუხედავათ არ შევუტევთ.პირიქით, მაქსიმალურად ფხიზლად ვიასპარეზებთ.“
AS
- 7 აპრილი 2014
- 1 578
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.