ლევანდოვსკი მორიგ „პოკერზე“ ალაპარაკდა
გასულ კვირას, „ყვითლები“ მთავარი დამრტყმელი ძალის გარეშე სტუმრობდნენ „სანტიაგო ბერნაბეუს.“
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის საპასუხო შეხვედრაში მიღებული გაფრთხილების წყალობით, პოლონელმა გოლეადორმა ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დაპირისპირება გამოტოვა, თუმცა ეს უკვე წარსულია და ლევანდოვსკიც მომდევნო პაექრობისთვის ემზადება ორმაგი მოტივაციით.
„სიგნალ იდუნა პარკზე“ შარშანდელი შერკინებიდან გამომდინარე, ქომაგები თავდამსხმელს იმედით უყურებენ.ოპტიმისტ ქომაგებს სჯერათ, რომ რობერტო კვლავ გაიბრწყინებს და 4 ბურთს მოათავსებს სამეფო კლუბის კარში, რაზეც არც ფეხბურთელი ამბობს უარს: „პოკერი? დიდებული იქნება ამის გამეორება“ - განუცხადა „ცხიანმა“ AS-ის ჟურნალისტს.
მიმდინარე სეზონში, ლევანდოვსკიმ 17 გოლი გაიტანა ბუნდეს ლიგაზე, ხოლო 6 ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.
AS
- 7 აპრილი 2014
- 3 523
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.