ბეილი რონალდუს ჩრდილიდან გამოვიდა
„რეალმა“ და კონკრეტულად ბეილმა, კიდევ ერთხელ ცხადყვეს, რომ რონალდუს გარეშეც შეუძლიათ სასურველი ანგარიშის დაფიქსირება.
მიუხედავად იმისა, რომ უელსელი პირველ სეზონს ატარებს მადრიდულ გრანდში, სათანადო პასუხისმგებლობის აღებასა და ლიდერის ფუნქციების შეთვისებას არ ერიდება.მიმდინარე სეზონის ფარგლებში, ბეილს 6-ჯერ მოუწია რონალდუს გარეშე მწვანე მინდორზე გასვლა და სტატისტიკას მხოლოდ მის დიდ პოტენციალზე მეტყველებს.
აღნიშნულ ექვს დაპირისპირებაში, ბეილმა 7 გოლი შეაგდო და ერთხელ თანაგუნდელსაც გაატანინა.პირველად, კრიშტიანუს ჩრდილიდან გამოსვლის შანსი, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მიეცა, სადაც არც მეტი არც ნაკლები, ჰეთ-თრიქით გამოირჩა.ამას მოჰყვა გოლები „გალათასარაისთან,“ „ვილიარეალთან,“ „ელჩესთან“ და „რეალ სოსიედადთან.“მართალია, „ხეტაფეს“ განადგურებაშ (3-0) უშუალოდ წვლილი არ შეუტანია, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული იყო თანაგუნდელებს შორის.
რაც შეეხება მის საერთო მონაგარს, უკვე 18 ბურთსა და 15 შედეგიან გადაცემას აგროვებს „რეალის“ მაისურით.„ტოტენჰემის“ ყოფილი ვარსკვლავისათვის, ჯერჯერობით მხოლოდ „კოპა დელ რეი“ რჩება მიუწვდომელ ციხე-სიმაგრეთ და 16 აპრილს კარგი შანსი ეძლევა, თასზეც გახსნას საკუთარი ანგარიში.
AS
- 6 აპრილი 2014
- 2 847
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.