ლოპესი: „პრიმერაში ყველაფერია მოსალოდნელი“
„რეალ სოსიედადთან“ დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში, დიეგომ ეფექტური სეივი ჩაიწერა აქტივში.მართალია, გრიზმანს რომც გაეტანა, გოლი არ ჩაითვლებოდა, თუმცა სასიხარულოა, რომ მეკარემ მოწოდების სიმაღლეზე ითამაშა.
„ბუნებრივია, მეტოქესაც ჰქონდა მომენტები, თუმცა 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით მატჩის სადავეებს.დიდებულად გავისარჯეთ დაცვაში და კარგად გამოვიტენეთ კონტრ-შეტევები.საერთო ჯამში, ნაყოფიერი თამაში გამოდგა.“
„„კოპა დელ რეის“ ფინალის საგზური მოვიპოვეთ, ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით 1/2 ფინალისაკენ, ხოლო რაც შეეხება პრიმერას, დაკარგული არაფერია.დარჩენილ მატჩებში ყველაფერია მოსალოდნელი.რაც მთავარია, გუნდი შესანიშნავ კონდიციებშია და ბრძოლას აგრძელებს.“
„თავდაუზოგავად ვმუშაობ, თუმცა ყოველთვის საუკეთესო შეხვედრას ვერ ჩაატარებ.ეს ფეხბურთია.“
AS
- 6 აპრილი 2014
- 1 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.