კოენტრაოზე ბრძოლა გაჩაღდა
კოენტრაოზე ბრძოლა გაჩაღდა...
"ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და "მონაკო" ცდილობენ ხელი მოაწერონ მადრიდის "რეალის" განაპირა მცველთან, ფაბიო კოენტრაუსთან. იტყობინება The Mirror.
ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდული კლუბის მხარეები დაუკავშირდნენ პორტუგალიელი მოთამაშის აგენტ, ჟორჟე მენდეშს და მათ ფაბიოს მომავალზე ისაუბრეს.
მარცხენა მცველის შეძენაზე პრეტენზიას მანჩესტერ სიტი და ფრანგული მონაკოც აცხადებენ და ისინი აქტიურობას სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გეგმავენ.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კოენტრაუ თითქმის "მანჩესტერ იუნაიტედში" იყო, მაგრამ სამეფო კლუბს შემოთავზებული თანხა ეცოტავა, სწორედ ამან განაპირობა მოთამაშის ესპანეთის დედაქალაქში დარჩენა.
წყარო
- 6 აპრილი 2014
- 2 274
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.