პრესის მიმოხილვა "კლასიკოს" შემდეგ

გთავაზობთ, სხვადასხვა ევროპული სპორტული გამოცემების მიმოხილვა, "ელ კლასიკოზე."

El Mundo Deportivo: "კლასიკო, სამი ქულა და ლიდერობა" - ასე შეაფასა კატალონიურმა გამოცემამ ხსენებული შეხვედრა.სტატიაში ყურადღება გავრცელებულია რონალდუს ვერ გამოყენებულ მომენტზე "რონალდუ ნამდვილი დრენტე იყო."მიმომხილველის აზრით ვალდესმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში.

Sport: მეორე კატალონიური გაზეთის ყდაზე შემდეგი სათაური იყო "Welcome იბრაჰიმოვიჩ!" ჟურნალისტმა გაამახვილა ყურადღება სამეფო გუნდის კარგ თამაშზე.მათი აზრით, მადრიდელებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს "ნოუ კამპზე."

El Periodico de Catalunya:
"ბარსამ თანაბარ ბრძოლაში მოახერხა დედაქალაქელების დამარცხება" - წერს კიდევ ერთი ბარსელონური გამოცემა.მიმომხილველის აზრით, "სამი ქულა და ლიდერობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე გამარჯვება."

La Gazzetta dello Sport: "იბრა ასაფლავებს სამეფო გუნდს, ის კლასიკოს გმირი გახდა" - ასე მოიხსენიებენ განვლილ მატჩს იტალიაში.სტატიაშია ნახსენებია, რომ კატალონიელებმა თანაბარ ბრძოლაში დაამარცხეს მოწინააღმდეგე.აქვე ხაზგასმულია, რომ კლასიკო ისეთი სანახაობრივი არ იყო, როგორსაც ქომაგები მოელოდნენ.

Corriere dello Sport: "ბარსელონაში ნამდვილი ზეიმია, იბრამ დაასაფლავა მადრიდის "რეალი" - აღნიშნული სათაურით გამოაქვეყნა სტატია ხსენებულ ჟურნალის ყდაზე.პუბლიცისტმა აღნიშნა, რომ "ბარსელონამ გამარჯვებით ლიდერობაც დაიბრუნა" და იქვე მოიყვანა ლაპორტას სიტყვები "ჩვენ სწორედ ამისთვის ვიყიდეთ შვედი!"

L'Equipe: ფრანგული გამოცემამ განვლილი "კლასიკო" შემდეგნაირად დაასათაურა: "ზლატანი ათავისუფლებს ბარსელონას." სტატიიდან საინტერესო ამონარიდიც ამოვიღეთ: "ძლიერმა იბრაჰიმოვიჩმა შეცვალა თამაშის მსვლელობა, ეშმაკმა ზლატანმა მოედანზე შემოსვლიდან 4 წუთში მოახერხე გოლის გატანა."

AS: ესპანეთის ერთ-ერთ პოპულარულმა გამოცემამ თამაში შემდეგნაირად შეაფასა: "ძალიან ახლოს იყო."მათ ყურადღება გაამახვილეს მადრიდელების ვერგამოყენებულ ეპიზოდებზე და კარლეს პუიოლზე, რომელიც ხსენებული დაპირისპირებიც საუკეთესო მოთამაშედ შერაცხეს.

Marca: აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტი ფიქრობს, რომ "ნოუ კამპზე" არასამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.ამ შემთხვევაშიც, აქცენტი იყო გაკეთებული მადრიდელების გაფუჭებულ მომენტებზე.


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Ru

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (9)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)