ილარა შინ ბრუნდება
ასიერ ილარამენდი მშობლიურ სტადიონზე ბრუნდება.
ზუსტად 10 თვის წინ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ილარამენდი "სოსედადიდან" "რეალში" გადავიდა. ამ ტრანსფერმა, 38 მილიონი ევრო შეადგინა და კვლავ აჩვენა საფეხბურთო სამყაროს, თუ რაოდენ დიდი თანხების ხარჯვა შეუძლია მადრიდულ გიგანტს.
იმის გათვალისწინებით, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ანხელ დი მარია, თამაშს გამოტოვებენ ფიზიკური წუნის გამო, შესაძლებელია ასიერი მინდორზე ვიხილოთ.
ბასკი ნახევარმცველისთვის, ეს საღამო საკმაოდ ემოციური და დაძაბული იქნება. მან "ანოეტაზე" გაითქვა სახელი, ჩაატარა არაერთი საოცარი მატჩი და საკუთარი თავი, ფართო საზოგადოებას გააცნო, არცისე დიდ დროში.
- 5 აპრილი 2014
- 1 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.