იკერის ფაქტორი
სამეფო კლუბის პირველმა ნომერმა კიდევ ერთი მშრალი შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე.
„ბორუსიასთან“ მატჩში, 90 წუთის განმავლობაში, კარს უკან მყოფი გულშემატკივრების კაპიტნის მისამართით საქებარ რეპლიკებს არ იშურებდნენ.ინჩასები ორმაგი აღტაცებით აყვირდნენ, როდესაც კასილიასმა როისის დარტყმულის შემდეგ დიდებული სეივი გამოაცხო.მართალია, აღნიშნული ბურთი, მანამდე თამაშის წესების დარღვევის გამო, არ ჩაითვლებოდა, თუმცა იკერმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება და მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის.
ქომაგების პარალელურად, გუნდის ცოცხალ ლეგენდას, არც თანაგუნდელებისგან აკლდა მხარდაჭერა.ყოველ მეტ-ნაკლებად სახიფათო თუ საზეიმო მომენტის შემდეგ, კარვახალი და კოენტრაუ, კარის დამცველს ან აპლოდისმენტებით ამკობდნენ, ან კიდევ მიდიოდნენ და პირადად ეუბნებოდნენ გასამხნევებელ სიტყვებს, ხოლო თამაშის ბოლოს, უკლებლივ ყველა მცველი გადაეხვია კასილიასს.
ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი, მეტად სასიხარულოა იმ თვალსაზრისითაც, რომ იკერი დამატებით 2 მატჩში მოირგებს „რეალის“ მაისურის.რაც შეეხება მის წლევანდელ სტატისტიკას, ჩატარებული 16 პაექრობიდან, 11 მშრალად შეინახა, ხოლო დანარჩენში მხოლოდ 7 გოლი მიიღო.
16 აპრილის „კოპა დელ რეის“ ფინალამდე, კასილიასი გენერალურ რეპეტიციას გაივლის „სიგნალ იდუნა პარკზე.“
ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ როდესსაც იკერი მწვანე მინდორზეა, თანაგუნდელები და განსაკუთრებით მცველები, ერთი-ორად თავდაჯერებულნი გამოიყურებიან, რამეთუ იციან, რომ მათ უკან „თეთრი მადრიდული კედელი დგას.“
აი, რატომ არის კასოს ფაქტორი გასათვალისწიენებელი და ყურადსაღები!
MARCA
- 4 აპრილი 2014
- 2 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.