ბერგარა : "წაგების შემთხვევაში დასახულ მიზანს ვერ მივაღწევთ"

ბასკების ნახევარმცველის, მარკელ ბერგარას განცხადებით, მისმა გუნდმა ანოეტაზე ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გამარჯვება მოიპოვოს, თუმცა სამეფო კლუბთან არც ფრე ინქებოდა ურიგო შედეგი...

"ვიცით, რომ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ჩვენი მეტოქე ბილბაოს ატლეტიკი გახლავთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრას იბრძვის, თუმცა ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ვიცით, რომ ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც წარმატებაზე ფიქრი შეუძლია, აქედან გამომდინარე კარლიტოს კოლექტივს შესაბამის წინააღმდეგობას გავუწევთ."

"თუკი წავაგებთ და ატლეტიკი მოიგებს, ჩვენი შანსი კიდევ უფრო შემცირდება და ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ოცნებაა, აქედან გამომდინარე ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით."

"ფრე ურიგო შედეგი არ იქნებოდა, თუმცა 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში სიტუაციას ნაწილობრივ მაინც გავიუარესებთ."

"კარლოს გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ამიტომ მათი შეტევის შეჩერება ურთულესი იქნება."

"კრიშტიანო რონალდუს არყოფნა ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, პორტუგალიელი ოქროს ბურთის მფლობელი ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათო მოთამაშეა, მან ყოველ წუთს შეიძლება თამაშს მოუმატოს და გოლის გატანა მოახერხოს."

  • Hala
  • 4 აპრილი 2014
  • 1 340
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)