კარვახალის რეაბილიტაცია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებს წევრმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვა.
„ბარსელონასთან“ და „სევილიასთან“ არადამაჯერებელი ასპარეზობის გამო, კარვახალს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს.მართალია, ფეხბურთელმა შედეგიანად ითამაშა „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ და გოლიც ჩაიწერა აქტივში, თუმცა გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისათვის, გაცილებით ძლიერ მოტოქესთან მაღალ დონეზე გამოსვლა ესაჭიროებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად პერსპექტიულმა განაპირა მცველმა, დორტმუნდელების წინააღმდეგ გაამართლა მოლოდინები.მატჩის დაწყებიდან 3 წუთში, მან საგოლე გადაცემა გაუკეთა ბეილს, რომელიც რიგით მესამე გამოდგა „რეალში“ დაბრუნების შემდეგ.
ამის პარალელურად, კარვახალი შესანიშნავად ირჯებოდა დაცვაშიც, სადაც არც მეტი არც ნაკლები, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის, პიერ ემენიკე ობამეიანგის განეიტრალება უწევდა.შეიძლება ითქვას, რომ მადრიდელი დიდებულად ეთამაშებოდა ვიზავის და რიგ შემთხვევებში, დარტყმის საშუალებასაც კი არ აძლევდა მას.
დანიელი მარჯვენა ფრთას სრულად აკონტროლებდა.საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად ერთვებოდა შეტევებში და რაც მთავარია, დროულად ბრუნდებოდა უკან.პოზიციის შერჩევაშიც არ ცდებოდა და თანაგუნდელებსაც საიმედოდ აზღვევდა.
რაც შეეხება სტატისტიკას, კარვახალმა 89 პროცენტიანი სიზუსტით გააკეთა გადაცემები, 3-ჯერ წაართვა ბურთი მეტოქეს და 10-დან 7 ორთაბრძოლა მის სასარგებლოდ დაასრულა.
აღსანიშნავია, ერთ-ერთ მომენტში, რომ არა ჰუმელსის თავგანწირული თამაში, ბენზემა ცარიელ კარში შეაგდებდა ბურთს, ხოლო დანი მორიგ ასისტს გაიფორმებდა.
ერთი სიტყვით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესი იყო მწვანე მინდორზე, რამაც არბელოას არყოფნის პირობებში, ანჩელოტის კიდევ უფრო გაუღვივა მის მიმართ ნდობა.
MARCA
- 4 აპრილი 2014
- 1 381
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.