„რეალი“ სიკუერას მიუბრუნდა
გავრცელებული ხმებით, პორტუგალიელი განაპირა მცველი მადრიდს დატოვებს.
კოენტრაუს „რეალის“ რიგებიდან გადაბარგება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა „მანჩესტერმა“ და ფეხბურთელის წარმომადგენელმა, ბოლო წუთებში გადაიფიქრეს თანამშრომლობა.აღსანიშნავია, რომ პარალელურ რეჟიმში, „თეთრები“ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ „გრანადას“ მცველთან და კოეს წასვლის შემთხვევაში, სიკუერას გამადრიდელება მოხდებოდა, თუმცა „წითელი ეშმაკუნების“ პასიურობით, გეგმები შეიცვალა.
27 წლის მარცხენა მცველიც, სამეფო კლუბის ნცვლად, „ბენფიკაში“ გადავიდა იჯარით, სადაც მიმდინარე სეზონის 24 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები კვლავ განიხილავენ სიკუერას ტრანსფერის საკითხს.დიდი ალბათობით, ფაბიუ მუნდიალის შემდეგ კლუბს გამოიცვლის და ესპანური გრანდი მხოლოდ მარსელოს ამარა დარჩება.
AS
- 4 აპრილი 2014
- 1 878
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.