კასილასი : "ვისენტე დიდებული დამრიგებელია"
იკერ კასილასმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე შეახო და განაცხადა, რომ ეს ადამიანი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია...
"ვისენტე დელ ბოსკე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა ეს არ კმარა, მასთან მუშაობისას ყველა ხვდება თუ რაოდენ დიდსულოვან პიროვნებასთან გვაქვს საქმე, მე მასთან შეხება არაერთხელ მქონია, აქედან გამომდინარე ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის."
"ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც გავიგე, რომ ულვაშა სამეფო კლუბს ტოვებდა, ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, მთელი გუნდი შოკირებული გახლდათ, ეს ხომ ის დამრიგებელია, ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე რეალი ასახელა, უყურადღებოდ არც პრიმერა დარჩენია."
"ვისენტემ ფეხბურთში ჩემი სიტყვა მათქმევინა, სწორედ მან გამომიცხადა ნდობა და "ბლანკოსის" მთავარ მეკარედ მაქცია, ის მენდო და მეც ავანსი გავამართლე."
"დელ ბოსკე მთელ ესპანეთს უყვარს, მან არაამქვეყნიური შედეგები დადო. არავის ეგონა არაგონესის წასვლის შემდეგ ჩემპიონები თუ გავხდებოდით, თუმცა მას შემდეგ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოვახერხეთ, რაც უდავოდ დიდი წარმატება იყო. რა მოხდა შემდეგ? ყველას ეგონა, რომ ესპანეთს გამარჯვებები ეყო, მაგრამ ეს ფეხბურთელებისთვის უნდა გეკითხათ და არა ექსპერტებისთვის, ჩვენ კი ზედიზედ მეორედ გავხდით ჩემპიონები და ყველას დავუმტკიცეთ, რომ ტიტულები ყელში არ ამოგვსვლია."
"ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მასწავლა თუ როგორ უნდა გაუმკლავდე პრობლემებს და გაიგო გამარჯვების გემო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი."
"დასაფასებელი და სამაგალითოა მისი ხასიათი, იგი ძალიან მკაცრი დამრიგებელია , თუმცა თითოეულ ფეხბურთელთან მეგობრობს და ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს."
- 4 აპრილი 2014
- 1 509
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.