Illa, illa, illa Isco Maravilla
„სანტიაგო ბერნებეუზე“ შეკრებილმა პუბლიკამ სამეფო კლუბის 23-იანის თამაში დააფასა.
მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური სტადიის 1-ლი შეხვედრა სამეფო კლუბმა „ბორუსიას“ წინაღმდეეგ გამართა და გერმანელები 3-0 დაამარცხა. მადრიდელთა მხირდან მეორე გოლი ახალგაზრდა ესპანელის ისკო ალარკონის ანგარიშზეა.
აღნიშნული შეხვედრის 71-ე წუთზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილმა პუბლიკა საკუთარი ადგილებიდან წამოდგა, რათა ისკო მოედნიდან მხურვალე აპლოდისმენტებით გაეცილებინა, რომელმაც უბრალოდ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა.
როგორც მოგეხსენებათ, ალარკონი სათადარიგოთა სკამზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დი მარიას პრობლემებმა ახალგაზრდა ესპანელს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მისცა.
დამეთანხმებით, რომ ისკომ "რეალში" თავისი საუკეთესო თამაში გამართა. გოლი გატანის გარდა, აქტიური იყო შეტევაში და ძალიან ნაყოფიერი დაცვაშიც.ამასთანავე, დიდებულად უგებდა თანაგუნდელებს.
კარლო ახალგაზრდა ისკოში კლარენს ზეედროფს ხედავს, ჯერჯერობით ამას ახერხებს და მწვრთნელის დავალებებს ზემდიწევნით ასრულებს. ამას ამტკიცებს სტადიონიც, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი ქომაგები მის სახელს სკანდირებდნენ: Illa, illa, illa Isco Maravilla.
Marca
- 4 აპრილი 2014
- 2 922
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.