პერესმა და ფალკაომ ერთად ივახშმეს
Deportes Cuatro-ს ინფორმაციით, სამშაბთს საღამოს, „რეალის“ პრეზიდენტი საინტერესო ვახშამს დაესწრო.
მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც რადამელ ფალკაო, ხორხე მენდეში (ფეხბურთელის აგენტი), ჩიკი ბეგირისტაინი და („სიტის“ სპორტული დირექტორი) დიმიტრი რუბოლოვლევი (რუსეთი მაგნატი და „მონაკოს“ პრეზიდენტი) ვახშმობდნენ, ფლორენტინო პერესიც მივიდა, რომელმაც სულ 20 წუთი დაჰყო ჩამოთვლილ ადამიანებთან ერთად.
სამწუხაროდ, საღამოს დასრულების შემდეგ, კომენტარის გაკეთება არავინ ინება და შესაბამისად, ვერ გაირკვა შეკრების მიზეზი.
ესპანურ პრესაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სამი კლუბის წარმომადგენლები, დი მარიას „მონაკოში,“ ფალკაოს „სიტიში“ და აგუეროს „რეალში“ ტრანსფერზე ბჭობდნენ.
ცნობისათვის, კოლუმბიელი ფეხბურთელი და მისი აგენტი „რეალი“-„ბორუსიას“ მატჩსაც დაესწრნენ.
AS
- 3 აპრილი 2014
- 3 046
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.