ჩაბი: „კრიშტიანუ შეძლებს სან-სებასტიანში თამაშს“

ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში გადაღების შემდეგ, ჩაბიმ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„პეპემ საკუთარი აზრი დააფიქსირა ბუსკეტსის ეპიზოდთან დაკავშირებით, რაშიც სრულად ვეთანხმებით.კატალონიელის როლში პორტუგალიელი რომ ყოფილიყო, გაუთავებლად ისაუბრებდნენ აღნიშნულ ინციდენტზე.“

„მოხარული ვარ, რამეთუ დამაკმაყოფილებელი შედეგი დავდეთ „ბორუსიასთან“ მატჩში, თუმცა ყველაფერი გერმანიაში გადაწყდება.“

„კრიშტიანუმ მორიგი გოლის გაიტანა და ყოველგვარი რისკების თავიდან არიდების მიზნით დატოვა მწვანე მინდორი.დღევანდელ ვარჯიშზე ნორმალურად გამოიყურებოდა.ის „ანოეტაზე“ შეძლებს თამაშს.“

„რთულია არჩევანის გაკეთება პრიმერასა და ლიგას შორის.ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი უკვე დიდი ხანია არ მოუგია გუნდს, ამიტომაც ამ კუთხით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.“

„რაკიტიჩის შესახებ არაფერი მსმენია.ის კვალიფიციური ფეხბურთელია, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია ტრანსფერებზე საუბარი.“

„განვლილი და მიმდინარე სეზონების შედარებას არ დავიწყებ.წლეულს, შესანიშნავად მივდივართ და იმედია, ბოლომდე შევინარჩუნებთ აღნიშნულ ტემპს.“

„დორტმუნდელებთან თამაში მნიშვნელოვანი იყო ისკოსთვის.მან საუკეთესო თვისებები გამაოვლინა და გოლის გატანაც მაოხერხა.“

„დაძაბული კალენდრის გამო ტრავმიანობა არავის უკვირს.თითქმის ყოველ კვირაში 2 შეხვედრას ვატარებთ.“

„„ანოეტაზე“ თამაში ყოველთვის რთულია.ინტენსიური მატჩი გველოდება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)