პეპე: „ბუსკეტსი ცუდად მოიქცა“
„რეალის“ გულშემატკივართა უმრავლესობამ, „ბორუსიასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პეპე დაასახელა.პორტუგალიელი საიმედოდ იდგა დაცვაში და ერთ-ერთ ეპიზოდში, გაშვებული გოლისგანაც იხსნა გუნდი, რის გამოც, კასილიასის აპლოდისმენტები დაიმსახურა.
„თვალნათლივად გამოჩნდა, რომ ბუსკეტსმა ფეხი დამაბიჯა.მის ნაცვლად მე რომ ვყოფილიყავი, ჩემი მადრიდული კარიერა დასრულდებოდა, თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რამეთუ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.იმედია, ასე გავაგრძელებ თამაშს.“
„ბერნაბეუს“ ტაშმა სიხარული მომგვარა.ეს ჩემი შრომის დამსახურებაა.“
„პრიმერაში დაკარგული არაფერია.ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ჩემპიონობა „რეალს“ დარჩეს.“
„დორტმუნდში ფინიშამდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე.გამოცდილებიდან გამომდინარე, ყურადღებით თამაში გვმართებს.“
„ისკომ დიდი შეხვედრა ჩაატარა.ის სასარგებლოდ აგორებდა ბურთს.“
AS
- 3 აპრილი 2014
- 3 168
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.