ფიგუ: „ქომაგების სტვენა ყველას ახსოვს“
ლუიში ფიგუ ერთ-ერთი პირველი „გალაქტიკოა,“ რომელმაც გულშემატკივრების სტვენა მოისმინა.პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდამ, Nike-ს ფოტო-სესიის პარალელურად, Marca-ს მისცა ინტერვიუ.
- როგორ ფიქრობთ, „რეალი“ ფავორიტია მომავალ პაექრობაში?
- შესაძლოა, მაგრამ შარშან განვითარებული მოვლენების გამო, ყურადღებით ყოფნა მართებთ მადრიდელებს.„დორტმუნდის“ რიგებში დიდი დანაკლისია, თუმცა გერმენელები ყოველთვის კონკურენტუნარიანნი არიან და მათან შერკინება არასოდესაა ადვილი.
- რას იტყვით მსაჯებზე?
- ვფიქრობ, გრანდებმა მსაჯებზე აპელირება არ უნდა მოახდინონ.შესაძლოა, კონკრეტულმა არბიტრმა ერთ მატჩში დაუშვას შეცდომა, თუმცა ისინი ჩემპიონის ბედს არ წყვეტენ.
- „რეალი“ მოიგებს ლა ლიგას?
- რა თქმა უნდა, მადრიდელებს პრიმერას მოგების რეალური შანსი აქვთ.ახლა მთავარია, ადეკვატური რეაქცია გამოვლინონ 2 წაგებული თამაშის შემდეგ.გუნდის შესაძლებლობები არავის ეპარება ეჭვი.
- „ატლეტიკო“ ცხრილის სათავეშია.როგორ ფიქრობთ, სიმეონეს შეგირდები ისეთივე მეტოქეები არიან „თეთრებისათვის,“ როგორიც „ბარსა?“
- ჩემი აზრით, „როხიბლანკო“ სასწაულებრივ სეზონს ატარებს.ისინი თავდაუზოგავად მუშაობენ და შედეგიც სახეზეა.მათი ჩამოქვითება საკმაოდ რთული იქნება.
- „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტადაა ფოკუსირებული?
- მადრიდელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან სამივე ფრონტზე.
- „ბერნაბეუმ“ კრიშტიანუს დაუსტვინა.როგორ ფიქრობთ, რონალდუმ დაიმსახურა ეს?
- ფეხბურთში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად.უადგილო იქნება დამსახურება/არდამსახურება საუბარი.უბრალოდ ეს ფეხბურთია.„ბერნაბეუს“ პუბლიას მთელი მსოფლიოსთვის აქვს დასტვენილი.რა თქმა უნდა, არავისთვისაა სასიამოვნო, მაგრამ თუ ხდება, ვერაფერს ვიზამთ.
- ბეილს კიდევ სჭირდება დრო?
- ვფიქრობ, რომ უელსელს მეტი სივრცე ესაჭიროება.პრე-სეზონის არქონის გამო, გაუჭირდა თამაში თუმცა ნელ-ნელა აკრიფა ფორმა.„რეალი“ ორგანიზებულ და გუნდირ ფეხბურთს თამაშობს, რასთანაც ადპტაცია უნდა გაიაროს ბეილმა.
- ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი?
- „რეალი,“ „ბარსა“ და „ბაიერნი.“
MARCA
- 2 აპრილი 2014
- 2 273
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.