კასილიასის მე-17
15 დღიანი უქმობის შემდეგ, გუნდის კაპიტანი მწვანე მოედანზე ბრუნდება.
ოთხშაბათს გასამართი დაპირისპირება, იკერისთვის მხოლოდდამხოლოდ მე-17 იქნება მიმდინარე სეზონში.თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და მადრიდელბმა ლისაბონის ფინალის საგზური მოიპოვეს, „ფურია როხას“ კარის დარაჯი, დარჩენილ სეზონში კიდევ 6-ჯერ მოირგებს „რეალის“ მაისურს, თუმცა ივარაუდება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური სტადიის დაძლევის შემთხვევაში, მაისის თვეში, ანჩელოტი, პრიმერას მატჩებშიც მისცემს თავის გამოჩენის შანსს კასილიასს, რამეთუ სათანადოთ მომზადებული შეხვდეს ფინალურ პაექრობას.
წლეულს, „ელ კაპიტანომ“ 644 წუთი „უეფას“ ეგიდით ჩატარებულ თამაშებში გაატარა, ხოლო 740 წუთი სამეფო თასის.აღსანიშნავია, რომ მეტოქეებმა მხოლოდ 6-ჯერ შეძლეს მისი კარის აღება (საშუალოდ, ჩ/ლიგაზე 107 წუთში ერთხელ უშვებს გოლს, ხოლო ორივე ტურნირზე ერთად, 227-წუთში).
აქვე შეგახსენებთ, რომ „ველტინს არენაზე“ ჰუნტელაარის გოლამდე, კასილიასმა 952 წუთიანი მშრალი სერია გამოაცხო.
AS
- 1 აპრილი 2014
- 2 353
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.