კარვახალისთვის „ბორუსია“ უძლეველია
არბელოას ლაზარეთში ყოფნის გამო, დანიელს განაღდებული აქვს ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა განაპირა მცველი 1 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა ლევერკუზენელთა რიგებში.ბუნდეს ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში, კარვახალს თვით „ბაიერნიც“ ჰყავს დამარცხებული, თუმცა ვერაფერს გახდა დორტმუნდელებთან.
გერმანული კარიერის პირობებში, ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ორჯერ შეერკინა „ბორუსიას“ და ორივე შემთხვევაში მარცხი იწვნია.„სიგნალ იდუნა პარკზე“ 3-0 განადგურდგნენ „წითლები,“ ხოლო საშინაო კედლებში 2-3 დათმეს.
მომავალი პაექრობა კარვახალისთვის ნიშანდობლივია, რამეთუ „ბარსელონასთან“ და „სევილიასთან“ ჩაგდებული თამაშის შემდეგ, ქომაგები სოლიდურ ასპარეზობას მოითხოვენ მისგან.მართალია, „რაიოს“ წინააღმდეგ ნაყოფიერად ითამაშა და „რეალის“ მაისურით სადებიუტო გოლიც შეაგდო, თუმცა მხოლოდ სუსტ გუნდებთან ფეერიული წარმოდგენები არ კმარა.
MARCA
- 1 აპრილი 2014
- 1 598
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.