ანჩელოტი: "კრიშტიანომ სტვენა დაივიწყა"

ხვალინდელი შეხვედრის წინ კარლო ანჩელოტი ჟურნალისტებს გაესაუბრა

დაპირისპირება: "კარგ ატმოსფეროს ველი, ყველას მოგება სურს. გუნდი ასი პროცენტით მზადაა ამ შეხვედრისთვის."

გულშემატკივრები: "დარწმუნებული ვარ, "ბერნაბეუზე" იდეალური ატმოსფერო იქნება და გულშემატკივრები ბოლომდე დაგვიდგებიან გვერდში."

ბეილი განაპირა მცველად: "ბევრი ვარიანტი გვაქვს. ბეილი თავის ადგილზე ითამაშებს. ვარანე და ნაჩო შეგვიძლია გამოვიყენოთ, ასევე რამოსი. ბეილის ამ პოზიციაზე გამოყენება გამოსავალი არ არის."

კრიშტიანო: "მუხლზე ყველაფერი წესრიგში აქვს. პატარა დისკომფორტი ქონდა, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა. მშვიდად და მოტივირებული ხვდება თამაშს. შაბათის სტვენა უკვე დავიწყებას მიეცა."

"ბორუსია": "მათ მთავარი ფიგურა, ლევანდოვსკი აკლიათ. თავს კარგად იცავენ და კონტრშეტევებზე იდეალურად გადადიან. ჩვენი თვისებები და ნიჭი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ."

ბალანსი: "ასეთი ტიპის თამაშებში ეს ძალზედ მნიშვნელოვანი კმპონენტია, ვინაიდან კონტრშეტევები საკმაოდ სახიფათოა. შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, მაგრამ უკანაც არ მოვადუნებთ ყურადღებას."

კლოპი: "მას უდიდეს პატივს ვცემ. ფანტასტიკური მწვრთნელია. წინა წელს იდეალური სამუშაო გასწია. გუნდ კარგად ამზადებს."

აუბამეიანგი: "მას კარგად ვიცნობ, ის "მილანის" ახალგაზრდულში გამოდიოდა. ფანტასტიკურ ფორმაშია. ლევანდოვსკის არყოფნა კარგად იმოქმედებს მასზე."

"მადრიდის ატლეტიკო" და "მადრიდის რეალი". ფავორიტი: "რაც მოხდა წინათ, ეს წარსულია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მოხდება მომავალში. ტურნირი კარგად დავიწყეთ. გვინდა ამ ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელება."

რონალდუს მიმართ სტვენის ახსნა: "ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ რონალდუმ პასი არ მისცა თანაგუნდელს. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით , კრიშტაინო ამ სეზონში , ისევე როგორც სხვები, ძალიან დიდ სამუშაოს სწევს."

"დორტმუნდთან" წინა სეზონის დაპირისპირება: "ძალიან განსხვავებული და უცნაური თამაშები ვიხილე. თამაშის შემოტრიალება ძნელი იყო. არაა ადვილი სამი გოლის გატანა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის სურპრიზი, მაგრამ ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე."

კოპა დელ რეის ფინალი: "ამაზე საუბრის დროც მოვა."

  • shvela
  • 1 აპრილი 2014
  • 2 763
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (93)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)