ანჩელოტი და დიეგო სიმეონე იუნაიტედის ინტერესში მოხვდნენ

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მთავარ მწვრთნელს შეცვლის...

"წითლებს" აშკარად მობეზრდათ დევიდ მოიესის მოღვაწეობა, რომელმაც ალექს ფერგიუსონის შეცვლა ვერ მოახერხა და მანჩესტერის თამაშის ხარისხი გაცილებით უფრო დაადაბლა.

ინგლისელები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.ლუის ვან გაალი, იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი და დიეგო სიმეონე - სწორედ სპეციალისტებიდან ერთ-ერთი ჩაუდგება სათავეში ლეგენდარულ კლუბს.

ყველა საეჭვო კარლიტოს "რეალიდან" აბარგება გახლავთ, რადგან ფლორენტინო პერესმა ახალი პროექტი წამოიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ იტალიელი სპეციალისტი გახლავთ, რომელმაც გუნდში ყველაფერი ავდაყირა დააყენა და სათამაშო ფილოსოფია შეცვალა.

დიეგო სიმეონემ ატლეტიკოსგან საჩემპიონო გუნდი გააკეთა, აქედან გამომდინარე "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს მთავარი მწვრთნელის დასატოვებლად.

იურგენ კლოპი დორტმუნდის სული და გული გახლავთ, მან გერმანულ საშუალო დონის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტად აქცია, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, აქედან გამომდინარე მისი წასვლაც ძალიან საეჭვოა.

და დარჩა ლუის ვან გაალი, რომელიც მუნდიალის შემდეგ ჰოლანდიელებს გამოემშვიდობება, მისი მანჩესტერში წასვლა ყველაზე რეალური ვარიანტი გახლავთ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი, არ არის გამორიცხული თუნდაც კარლიტო ვიხილოთ იუნაიტედელთა მთავარ მწვრთნელად.

  • Hala
  • 1 აპრილი 2014
  • 1 586
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)