ალბიოლი, რამოსი და მარსელო: "ნაწყენი ვართ წაგებით"
მადრიდის "რეალის" ზემოდხსენებულმა მოთამაშეებმა, გაანალიზეს განვლილი "ელ კლასიკო."
რაულ ალბიოლი: "მიუხედავად ფინალური ანგარიშისა, დიდებული შეხვედრა ჩავატარეთ.ყველამ კარგად ვიცით, რომ "რეალი" გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე "ბარსელონა," თუმცა მომენტების რეალიზაციაში ვერმოყვანის გამო, ვერ შევძელით სასურველი ანგარიშის დაფიქსირება.თამაშიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფრე ყველაზე სამართლიანი იქნებოდა."
"ახალი ფეხბურთელებითა და ახალი მწვრთნელით ადვილი არ არის უცებ სასურველი შედეგების ჩვენება.ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნელ-ნელა ისეთ გუნდათ ვყალიბდებით, როგორიც ჩვენს ქომაგებს უნდათ."
მარსელო: "კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ არ გაგვიმართლა.ფეხბურთში მთავარია სამი ქულა, თუმცა ამის გაკეთება ამჯერად ვერ მოვახერხეთ.ჩემი სურვილი იქნება, ამავე ტემპში გავაგრძელოთ თამაში, რაც აუცილებლად მოგვიტანს სასურველ შედეგს."
სერხიო რამოსი: "ვამაყობ, რომ გუნდი ძალზედ ბრძოლისუნარიანი იყო, თუმცა ნაწყენი ვარ შედეგით.სამწუხაროდ, მოპოვებული უპირატესობის გამოყენება ვერ შევძელით, ხოლო მეტოქემ შანსი კარგად გამოიყენა.დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვითამაშეთ."
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 30 ნოემბერი 2009
- 3 002
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.