ოფიციალური განცხადება
"მადრიდის რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდი განცხადებას ავრცელებს.
"ს.კ. "მადრიდის რეალი" შეშფოთებას გამოთქვამს კლუბის ირგვლი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და იუწყება, რომ:
1. კარლო ანჩელოტი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს "მადრიდის რეალს" და მის ნაცვლად სამეფო კლუბს სათავეში ზინედინ ზიდანი, იგივე ზიზუ, ჩაუდგება.
2. მომდევნო სეზონიდან უარს ამბობს შიდა ჩემპიონატში მონაწილეობაზე, მანამ სანამ სამსაჯო კომიტეტს არ მოსცილდა ისეთი პარაზიტი, როგორიცაა უნდიანო მალიენკო.
3. უარს ამბობს, ჟურნალისტების მხრიდან ამ საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, გააკეთოს რაიმე სახის განცხადება;
4. შეშფოთებით იუწყება, რომ გულშემატკივრები ახდენენ მორალურ, პოლიტიკურ და კიდევ ათასნაირ ჯარხანა გზით ზეწოლას ფეხბურთელებზე და ცდილობენ მოაგებინონ კლუბს მეათე თასი;
5. აცხადებს, რომ გულშემატკივრების მხრიდან აღნიშნული ზეწოლა, არის კლუბის სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობა;
6. გამოხატავს უღრმეს აღშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ევროპა და ა.შ.შ (თუმცა ეს რა შუაშია) არ არიან აღშფოთებული დამოუკიდებელ და სუვრენულ კლუბზე ზეწოლის ფატებით და კლუბის სუვერენიტეტის დარღვევით;
7. მოუწოდებს გაეროს , ევროკავშირს და კიდევ სხვებს , რომ მოახდინონ სათანადო რეზოლუციის მიღება კლუბის სუვერენიტეტთან დაკავშირებით;
8. და ბოლოს , შეშფოთებით იუწყება, რომ ამდენ სისულელეს არ დაწერდნენ, რომ არა დღევანდელი უღირსშესანიშნავესი დღე.
- 1 აპრილი 2014
- 3 284
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.