ლეგენდებსაც უსტვენენ
გუშინდელ პრესკომფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ უკმაყოფილება არ დამალა გულშემატკივრის მიმართ, რომელმაც რონალდოსაც უსტვინა.
დიახ კარლოსთვის გაუგებარი გახდა თუ რით დაიმსახურა პორტუგალიელმა გულშემატკივართა გულისწყრომა, როცა კრისმა მიმდინარე სეზონში უკვე 54 გოლის გატანა მოასწრო(44 ''რეალის'' შემადგენლობაში), სულ კი 246 თამაშში 239 გატანილი გოლი დაუგროვდა, რაც ფენომენალური შედეგია.
გაგიკვირდებათ და კრიშტიანო არარის პირველი ვარსკვლავი, ვისაც ბერნაბეუზე უსტვინეს. მასზე დიდ ფეხბურთელებსაც დასტყდომიათ გულშემატკივართა რისხვა თავს...
ცოტას თუ სმენია ისტორიის შესახებ, რომელიც 1963 წლის 6 იანვარს მოხდა. დი სტეფანოს ერთ თვეზე მეტხანს მოუწია ტრავმის გამო უქმობა, როცა იგი მოედანს დაუბრუნდა ვერ ითამაშა დამაჯერებლად, ესპანურმა პრესამ და გულშემატკივარმა იგი მიწასთან გაასწორა. ზოგი ქალაჩუნას ეძახდა, ზოგი ქალის ფეხებას და ა.შ. ალფრედომ მალევე აღიდგინა ფორმა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც დაიბრუნდა და ეს ისტორია ყველამ დაივიწყა.
''ბერნაბეუზე'' სტვენა საკუთარ თავზე გამოუცდიათ ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან : ზიდანი, რონალდო, კარლოსი, იგუაინი და სხვ.
შარშან ანალოგიურ სიტუაციაში იბრასაც უსტვინეს. პარიზელებმა მარსელის ''ოლიმპიკთან'' დათმეს შეხვედრა ანგარიშით 2-0. მთელი სტადიონი წაგებას იბრას აბრალებდა, მაშინ ''პსჟ''- ს მწვრთნელი ანჩელოტი გახლდათ, რომელმაც ჯეროვნად დაიცვა თავისი გუნდის ლიდერი.
ბრაზილიელი რონალდოც ვერ გაექცა გულშემატკივრის სტვენას ''ნიუ კამპზე''. 1996 წლის 22 დეკემბერს კატალონიას გლაზგოს ''სელტიკი'' ეწვია. მთელი სტადიონი კი კიჭას უსტვენდა, რადგან მან წინა მატჩი მადრიდის ''რეალის'' წინააღმდეგ ჩააგდო, როცა ''ბარსა'' ''ბერნაბეუზე'' 2-0 დამარცხდა.
ვან გაალის დროს მთელი ''კამპ ნოუ'' რივალდოს უსტვენდა, როცა მან კატალონიის დატოვება და მილანში გადაბარგება გადაწყვიტა.
არგენტინელები მესის მუდამ აბრალებენ, იმას რომ ნაკრებში ისე ვერ ირჯება, როგორც კლუბში. 2011 წელს კოპა ამერიკიდან ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა არგენტინის ეროვნული ნაკრები, გულშემატკივრები კი ამ ყველაფერს ლეო მესის უსახურ თამაშს აბრალებდნენ.
გემახსოვრებათ 2010 წელი, როცა ინგლისის ნაკრებმა ალჟირი ვერ დაამარცხა. სტადიონზე შეკრებილი ფანები რუნის უსტვნდნენ, რომელმაც ის მატჩი ჩააგდო.
ბალოტელის ფაქტიურად ყველა კლუბში უსტვენდნენ, სადაც კი უთამაშია. მისი უაზრო გამოხტომები, არასპორტული ცხოვრება და სიცანცარე მუდმივად გულშემატკივრის გაღიზიანებას იწვევდა.
ერთის მხრივ, გულშემატკივრის სტვენა თანმხვედრი ატრიბუტია ფეხბურთისა და ერთგვარ ეშხსაც ჰმატებს. ხშირ შემთხვევაში კი იგი კონკრეტული ფეხბურთელის მოტივაციის ამაღლებისკენაა მიმართული და არა დისკრედიტაციისკენ.
- 1 აპრილი 2014
- 2 758
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.