დორტმუნდელების დაშლილი მანქანა
იურგენ კლოპის გუნდი, რომელიც ოთხშაბათს მადრიდის საფეხბურთო მექას ეწვევა, არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია.
ალბათ გახსოვთ, წინა სეზონში გამართული ჯახები, მადრიდელებსა და დორტმუნდელებს შორის, სადაც „ყვითლები“ დიდებულად გამოიყურებოდნენ და ფაქტობრივად, არაფერს უთმობდნენ გაცილებით გამოცდილ და დიდი რესურსების მქონე მეტოქეს.
კლოპი არც ამჯერად დაიშურებს ძალისხმევას მორიგი სენსაციის გამოსაცხობად, თუმცა რამდენად შეუწყობს შემადგენლობა ხელს, მეორე საკითხია.მათდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მომავალ პაექრობაში, ძირითადი ბირთვის გარეშე მოუწევთ მწვანე მინდორზე გასვლა.ტრავმების წყალობით, გიუნდოდანი, შმელცერი, ბლაშიკოვსკი, სუბოტიჩი და ბენდერი ვერ შეძლებენ ასპარეზობას.სრულ მზადყოფნაშია, „რეალის“ გამამწარებელი რობერტ ლევანდოვსკი, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო, ესპანეთში ვერ გაჰყვება თანაგუნდელებს.
საინტერესოა, რომ შარშანდელი „ბორუსიიდან,“ მხოლოდ 4 მოთამაშე დაუპირისპირდება „რეალს“ - ვაიდენფელერი, პიშჩეკი, ჰუმელსი და როისი, რომელიც ბუნდეს ლიგის წინა ტურში ჰეთ-თრიქით გამოირჩა.ჩამოთვლილ ბიჭებს დაეხმარებიან ზაფხულში გადასულნი მხითარიანი და ობემეიანგი.
MARCA
- 1 აპრილი 2014
- 2 902
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.